en
ge

ანა ფრანკის გამოფენა ზუგდიდში

სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" ორგანიზებით 23 აგვისტოს, შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნა ანა ფრანკის სახლის ორი გამოფენა: „წერა-კითხვა ანა ფრანკთან ერთად" და „ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია". გამოფენა ოფიციალურად გახსნა საქართველოს გაეროს ასოციაციამ და ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრმა. საგანმანათლებლო პროექტი – „ ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია" ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!", ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებში, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. გამოფენა ზუგდიდში 30 აგვისტომდე დარჩება.
წყარო: ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბი „ორტუსის" გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)