თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ბოლო პერიოდში გატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს. „მედია საშუალებებისა და საზოგადოების წევრების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში შსს-ს მიერ თბილისში განხორციელებული ე.წ რეიდების შესახებ. ...ჩნდება კითხვები განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებთან მიმართებით. შესაბამისად, გარდა მათი გამოყენების საფუძვლებისა, მნიშვნელოვანია სამინისტრომ განმარტოს უშუალოდ რა ტიპის საპოლიციო მოქმედებებსა თუ ღონისძიებებას ჰქონდა ადგილი, ცალკეულ შემთხვვებში მოიცავდა თუ არა ის მოქალაქის ან მისი ავტომობილის ჩხრეკას და ჰქონდა თუ არა ადგილი მოქალაქეთა თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში