en
ge

მედიის სამართლებრივი ცენტრის განცხადება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი ეხმაურება ,,ტაბულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „გავრცელებული ინფორმაციით 2013 წლის 24 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ, პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში გააჩერა „ტაბულას" ჟურნალისტი, გიორგი სიხარულიძე. განცხადებაში აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, უკანონო ჩხრეკის და გადაღებული მასალის ჟურნალისტის მობილური ტელეფონიდან წაშლის ფაქტების შესახებ. ...მოვუწოდებთ, შინაგან საქმეთა სამინსტროს, მშრალი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, დეტალურად გასცეს პასუხი შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, განხორციელდა თუ არა საპოლიციო ღონისძიებები გიორგი სიხარულიძის მიმართ. დადებითი პასუხის შემთხვევაში პოლიციის შესახებ კანონით გათვალისწინებული რა სახის ღონისძიებები იქნა მის მიმართ გამოყენებული და რა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე მოხდა ამ ღონისძიების გამოყენება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023