თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. ...მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ...იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებლად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესახებ და გავავრცელოთ ჩვენი შეფასება", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებს ხელს აწერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.
წყარო: isfed.ge