en
ge

შეხვედრები შიდა ქართლში

შიდა ქართლი. 7 აგვისტოს, გორის დემოკრატიული განვითარების ცენტრში სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და CIDA-ს მიერ მოწვეული სტუმრები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლები. განხილულ იქნა ორი საკითხი: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლებიც ეხებოდა ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების განკარგვას არჩევნების წელს. ასევე შედეგები შედარდა არასაარჩევნო წლების ბიუჯეტების პრიორიტეტებთან და გაწეულ ხარჯებთან; მეორე საკითხი შეეხებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ შექმნილ პორტალს www.electionportal.ge. პორტალი ასახავს როგორც წინასაარჩევნო პროცესებს, ასევე იმუშავებს კენჭისყრის დღესა და მის შემდგომაცც. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება მიაწოდოს მის მიერ დანახული დარღვევა ან არჩევნებთან დაკავშირებული სხვა რაიმე ინფორმაცია, ფოტოსურათები და ა.შ. პორტალის ადმინისტრაციას. მიღებული ინფორმაციის შედეგად პორტალზე შედგენილია დარღვევების რუქა, რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებას და განახლებას. პორტალის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)