en
ge

ახალგაზრდული კლუბის საქველმოქმედო აქცია

კახეთი. გურჯაანის #1 საჯარო სკოლასთან არსებული ,,ახალგაზრდულმა კლუბი" აგვისტოს კვირეულში ჩაერთო და საქველმოქმედო აქციას მართავს.
კლუბის მოხალისეებმა გულსაბნევი, წითელი ყაყაჩოები, საკუთარი ხელით დაამზადეს და სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაყიდეს. აქცია გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აგვისოტოს ომში დაღუპული სოსო ღვინიაშვილისა და ალექსი ნატროშვილის ოჯახებს გადაეცემა.
ჯემალ ყალაბეგაშვილი, აქციის ორგანიზატორი: ,,გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა და საკუთარი ხელით დაგვემზადებინა წითელი ყაყაჩოები, რომელსაც ყველა ორგანიზაციაში მივიტანდით გასაყიდად. გარდა ორგანიზაციებისა, ვმართავთ ქუჩის აქციებსაც რათა მაქსიმალურად ბევრი თანხა მოვაგროვოთ. შეგროვილი თანხა კი აგვისტოს ომში დაღუპულ ოჯახებს გადაეცემათ".
გარდა ამისა, დღეს საღამოს 7 საათზე, ,,ახალგაზრდული კლუბი" ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებას გეგმავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)