en
ge

ტრენინგი ანაკლიაში

სამეგრელო. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ანაკლიაში ტრენინგი – „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე" – ტარდება. ტრენინგს ესწრებიან  ზუგდიდისა და სამტრედიის რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე ფონდი „ტასოს" სათემო მუშაკები ამავე რაიონებიდან. მონაწილეები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 1325 და 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმას. სათემო მუშაკებმა წარმოადგინეს სოფლებში არსებული პრობლემები. ტრენინგის ნაწილი ეთმობა გენდერის ცნების მიმოხილვას, საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხს და „ერთი ფანჯრის" პრინციპის მეთოდოლოგიის გაცნობას. 
ტრენინგი 31 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება. ტრენინგი ტარდება პროექტის –„ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" – ფარგლებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)