სამცხე–ჯავახეთი. 8 აგვისტოს, ახალციხის ახალგაზრდულ
ცენტრში, საქართველოში ოთხი წლის წინ
დატრიალებული ტრაგედია გაიხსენეს. ღონისძიება - „2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული დღეების შესახებ" - სამოქალაქო
განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ პროგრამაში
ჩართული 20 მოსწავლე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან და მათი მშობლები,
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი
და ადგილობრივი მედია.
ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც
მონაწილეებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულ მეომრებს და
მშვიდობიან მოსახლეობას.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატები, ჩანახატები და საკუთარი ლექსები წარმოადგინეს. მოეწყო მინი-ვიდეო რგოლის ჩვენება/განხილვა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს, რითაც ერთხელ კიდევ შეახსენებს
მომავალ თაობას 8 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას.