აჭარა. 30 აგვისტოს ასოციაცია „ღირსეული სიბერეს" ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს ორგანიზაციის ბენეფიციართა მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე წლების მანძილზე სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში დაყენებული და დღემდე გადაუჭრელი ორი საკითხი.
ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი მამუკა ცეცხლაძე, ამასთან სპეციალისტი აზომვითი ნახაზების საკითხთთან მიმართებაში მამუკა გოლიაძე.
მრგვალ მაგიდაზე საკითხების განხილვამ წარმოაჩინა ის ხარვეზები და მიზეზები, რომელთა გამოც პრობლემების გადაწყვეტა დროში გაიწელა, აქვე დაისახა გზები, რომლის ამოქმედებითაც პრობლემების მოგვარება რეალურად შესაძლებელი გახდება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში