აჭარა. ბათუმობის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა" საზოგადოებას - არქიტექტორებს, ურბანისტებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და უბრალოდ ბათუმელებს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აღნიშნულ დოკუმენტზე მაისის თვიდან მუშაობს. მოწვეულმა ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებმა, ადგილობრივ კოლეგებთან, საკრებულოსა და მერიის სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა.
პრეზენტაციამდე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო არქიტექტურული პროექტების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა გადაეცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს.