en
ge

ახალგაზრდულმა პარლამენტმა მუშაობა განაახლა

თბილისი. 2 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 2013 წლის მოწვევის 10-მა კომიტეტმა მუშაობა განაახლა. კომიტეტები განაგრძობენ საკანონმდებლო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, რომელსაც აწვდიან და განიხილავენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობასთან ერთად.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა ლუდომანიის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სრული მხარდაჭერით საკანონმდებლო ინიციატივად დაამტკიცეს, ხოლო საშემოდგომო სესიის ფარგლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ინიციატივად დამტკიცების თაობაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)