სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში, თანატოლთა განათლების ფარგლებში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ვიქტორია ეგიანმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე:განათლების სისტემა აშშ-ში.
ღონისძიება ჩატარდა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში