თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კოალიცია საქართველოს უსინათლოთა კავშირის ლიდერობით ახორციელებს პროექტს – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში".
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფეისბუქის გვერდზე სოციალური ჯგუფი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში", რომლის მიზანია შშმპ უფლებების ადვოკატირება.
შექმნილი ჯგუფი საშუალებას მოგცემთ თვალი ადევნოთ, უფლებადამცველების და დაინტერესებული პირების მოსაზრებებს ამ საკითხების შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ ჩაეროთ დისკუსიაში.
წყარო:საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში