en
ge

ანა ფრანკის გამოფენა ბათუმში

აჭარა. 4 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად" და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია", რომელსაც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა უმასპინძლეს. გამოფენა განკუთვნილია 10-16 წლის მოზარდებისათვის. იგი ღიაა ყოველ დღე და მუშაობს 10:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით. გამოფენა ბათუმში დარჩება 9 სექტემბრამდე. საგანმანათლებლო პროექტი „ანნა ფრანკი - აქტუალური ისტორია" ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!", ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ბათუმში პარტნიორია ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი". პროექტის მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური", ქართულენოვანი წიგნი რიგდება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში და ამავე ქალაქებში ეწყობა „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან" ასევე ქართულენოვანი მოძრავი გამოფენა.
წყარო: ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)