en
ge

იურიდიული კონსულტაციები მოსახლეობასთან

სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის ახალქალაქის ოფისის იურისტებმა, მორიგი გასვლითი იურიდიული კონსულტაციები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების,  ლომატურცხისა და ღადოლარის მოსახლეობასთან გამართეს.
იურიდიული კონსულტაციები ჩატარდა პროექტ – „უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს" – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სამი სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სთავაზობს უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს; წერილების და განცხადებების მომზადებას სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად; ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადებას; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სერთიფიცირებული იურისტის, უფასო, წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძო და საჯარო სამსახურებში; სატელეფონო კონსულტაციებს ON-LINE კონსულტაციას დემოკრატ მესხთა კავშირის გვერდზე სოციალუ რქსელშ, (www.facebook.com/UDMGeorgia ) აგრეთვე ვებ-გვერდის (www.udm.org.ge) მეშვეობით .
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)