თბილისი. 5 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" წარმომადგენლებმა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი - „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა" - გულისხმობს 3 ქალაქში, მარნეულში, გორსა და კასპში ახალგაზრდული საკრებულოების ჩამოყალიბებას, რომლებიც დაკომპლექტდება სპეციალური ტესტირების შემდგომ შერჩეული ადგილობრივი ახალგაზრდებით.
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს გადაწყვეტილებით სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მიერ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში