თბილისი. 6 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის" ორგანიზებით მოხალისეობის საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას დედაქალაქსა და რეგიონებში მოქმედი 32 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სახელმძღვანელოს – „მოხალისეთა ეფექტური მართვისა და მობილიზაციის მეთოდები" – პრეზენტაცია, მოხალისეთა სამართლებრივი ასპექტების განხილვა, ტრენინგი მოხალისეთა რეკრუტირებისა და მართვის შესახებ, კვლევის –„ახალგაზრდების დამოკიდებულება მოხალისეობისადმი" – შედეგების პრეზენტაცია.
ღონისძიება გაიმართა პროექტის – „მოხალისეობის განვითარება სამოქალაქო ცვლიბებისათვის" – ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.