en
ge

პრეზენტაცია მშობლებისათვის

იმერეთი. 7 სექტემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ცენტრში გაწევრიანებული ახალგაზრდების მშობლებისათვის ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა მშობლების ინფორმირება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პრიორიტეტების, სტრუქტურის, განხორციელებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების, სტატისტიკური მონაცემების და სამომავლო საქმიანობების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრეზენტაცია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)