en
ge

შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან

სამეგრელო. 8 სექტემბერს, პროექტის – „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" – ფარგლებში   მორიგი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რუხის, რიყესა და ჩხორიას მოსახლეობასთან. 
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. პროექტის წარმომადგენლებმა მოიკვლიეს კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. 
შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისისა და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" კოალიციური პროექტის ფარგლებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)