en
ge

კალიგრაფიის კონკურსი

ქვემო ქართლი. 8 სექტემბერს, დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს, რომელიც წერა-კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონკურსში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების ოცმა მოსწავლემ მიიღო. კონკურსის დაწყებამდე კონკურსის იდეის ავტორმა წერა-კითხვის საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს დმანისის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა გააცნო. კონკურსანტების ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები. 
კონკურსის მთავარი მიზანია-გავრცელდეს ინფორმაცია ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიისა და წერა-კითხვის საერთაშორისო დღის შესახებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების შორის, ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა მართლწერისა და კალიგრაფიის მიმართ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)