en
ge

„ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება როგორც საერთო სტანდარტი საქართველოში“

თბილისი.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს პუბლიკაციას „ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, როგორც საერთო სტანდარტი საქართველოში". იგი მთავრობის იმ ახალ დადგენილებას ეხება, რომელიც 1 სექტემბერს შევიდა ძალაში და ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს ელექტრონულად და უსასყიდლოდ გასცეს და მარტივად გამოსაყენებელი გახდოს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესების დამტკიცების შესახებ. თუმცა მიიჩნევს, რომ „ინფორმაციის ღია მონაცემთა ფორმატში პროაქტიულად გამოქვეყნება ჩვენ მიერ შეთავაზებული სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც მომხმარებლებს გამოქვეყნებული მონაცემების გამოყენებასა და დამუშავებას გაუადვილებს. სამწუხაროდ, ამ საკითხზე პასუხისმგებელმა ზოგიერთმა ძირითადმა სამთავრობო უწყებამ დაჟინებით მოითხოვა მონაცემების დასკანერებული სურათების სახით PDF ფორმატში გამოქვეყნების წესის შენარჩუნება, რაც ამ მონაცემების დამუშავებას საკმაოდ რთულს ხდის", ნათქვამია გამჭვირვალობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სრულად 
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)