სამეგრელო. 8 სექტემბერს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდულმა ცენტრმა „ორტუსმა" წერა-კითხვისა და წიგნიერების დღე აღნიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით ორტუსის წევრებმა თავიანთი პროექტები განახორციელეს: „არტ თერაპია", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სკოლის 20-მდე მოსწავლემ, არტ თერაპიის თემა იყო „მოგზაურობა ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად"; ქუჩის ბიბლიოთეკა, სადაც ყოველ გამვლელს შეეძლო აერჩია მისი საყვარელი წიგნი და საჯაროდ წაეკითხა რამდენიმე ციტატა. ღონისძიების ფარგლებში მოწყო პოეზიის საღამოც.
პროექტის მიზანი იყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წერა კითვისა და წიგნიერებისადმი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში