სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, პროექტ – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოს" – ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებს გააცნეს.
პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ საკუთარი შეხედულებები პროქტთან დაკავშირებით და შეეთავაზებინათ მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში