იმერეთი. 6 სექტემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი: „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ. ტრენინგ-კურსის მუშაობას უძღვებოდა სახალხო დამცველის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში.
ტრენინგ-სემინარი გაიმართა პროექტის – „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში