en
ge

ახალგაზრდა ადვოკატების შეხვედრა პაატა ზაქარეიშვილთან

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ. დიალოგის მთავარი თემები იყო საქართველოს რეინტეგრაციის საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები, დეოკუპაცია, აფხაზი, ოსი და ქართველი ეროვნების წარმომადგენლების დაახლოებისთვის სახელმწიფო პოლიტიკა, მთავრობის მიერ დაგეგმილი ინიციატივები და სამომავლო ღონისძიებები კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო პროცესისათვის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების და საკითხების განხილვა, ქართულ-რუსული ურთიერთობები და სამშვიდობო მისიები, სხვა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" რეინტეგრაციის მინისტრს სოფელ დიცში არსებული ვითარებაც გააცნეს. ორგანიზაცია კონფილიქტის ზონაში 8 აგვისტოს იმყოფებოდა და ადგილობრივი მოსახლეობის არსებულ პრობლემებს გაეცნო. 
შეხვედრა შედგა პროექტ – „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან" – ფარგლებში. 
წყარო: ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)