თბილისი. „ტფილისის ჰამქარი" ანახლებს საგანმანათლებლო ექსკურსიებს თბილისში. 14 სექტემბერს გაიმართება ტური – „ფეხით შემოვლილი თბილისი - კალა-კლდისუბანი-აბანოთუბანი-ხარფუხი".
მარშრუტი მოიცავს „გალავანს შიგნით" მოქცეული თბილისის ისტორიულ ნაწილს: ზემო კალას, კლდისუბანს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ საკულტო ნაგებობას - ათეშგას, ქალაქის ზღუდის ნარჩენებს და უძველესი ბასტიონის შაჰტახტის ნანგრევს, ასევე წავკისისწყლის გაწმენდილ ხევს და სეიდაბადში-ხარფუხში გრიშაშვილის სახლ-მუზეუმს.
ექსკურსიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში