en
ge

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

თბილისი. 12 სექტემბერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ევერიაში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს.  
დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"-ს  ფარგლებში მოხდა.  
ღონისძიებას გახსნიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტს "www.opendata.ge" 2010 წლიდან ახორციელებს, ონლაინ რესურს ბაზა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებს საქართველოში, აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი. www.opendata.ge-ზე პერმანენტულად ქვეყნდება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია.
წყარო: osgf.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)