en
ge

ახალი პროექტი

გურია. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი 1 აგვისტოდან იწყებს ახალპ როექტს „თვითმმართველობის გარეშე დარჩენილი ქალაქების განვითარების ხელშეწყობა". პროექტის მიზანია საზოგადოების ფართო მონაწილეობით ქალაქ ლანჩხუთის დადაბა ჩოხატაურის საშუალოვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმების მომზადება, გეგმების ლობირება საკრებულოებში და საბოლოოდ მათი დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ამ ტერიტორიული ერთეულების გეგმაზომიერ და მდგრად განვითარებას. გეგმების შედგენაში ფართო მონაწილეობას მიიღებს როგორც დაბა ჩოხატაურის, ასევე ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა.
პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)