სამეგრელო. „ქართულ
– აფხაზური დიალოგის" საინიციატივო ჯგუფმა, 11
აგვისტოს, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის
ცენტრში, გალის რაიონში არსებულ მდგომარეობასა და ადგილობრივ მედიაში აფხაზეთის თემატიკის
გაშუქებაზე დისკუსია მოაწყო. ფონდ „ტასოს"
წარმომადგენელმა ხატია ძანძუამ, გალში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან გალში მცხოვრებთათვის
ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უსაფრთხო გადაადგილება მიიჩნია.
„ქართულ – აფხაზური დიალოგის" საინიციატივო ჯგუფი, რომელიც
სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან შედგება, 2004 წელს შეიქმნა
და ის აფხაზეთის თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაცია „შერიგების
რესურსების მხარდაჭერით" მართავს.