თბილისი. 11 სექტემბერს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის.
მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ახალგაზრდული პარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდებს გაუწევს დახმარებასა და კონსულტაციას ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში