თბილისი. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარეობს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კონფერენცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებს ეხება. კონფერენციაზე „დასახელდნენ ყველაზე დახურული და ყველაზე ღია დაწესებულებები ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით არჩევნების შემდგომ პერიოდში. ყველაზე გამჭვირვალე: გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის, აჭარის განათლების, სამინისტროები... შსს აკადემია, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრი, ყვარლის, დმანისის, ტყიბულის მუნიციპალიტეტები...ყველაზე დახურული: ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, ბოლნისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტების გამგეობები, ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი", ნათქვამია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" გვერდზე სოციალურ ქსელში.
კონფერენცია გახსნეს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ლევან ავალიშილმა, გიორგი კლდიაშვილმა. დაწესებულებები გამოავლინა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის Opendata.ge ფარგლებში.
დაწესებულებების სრულ სიას ორგანიზაციები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" გვერდი სოციალურ ქსელში