თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ კანონის პროექტს ეხება.
პუბლიკაციაში ნათქვამია რომ „წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩერდება სააღსრულებო წარმოებაში პოლიციის მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ეს ვერ შეზღუდავს იძულებით აღსრულებას. მოვალეები მხოლოდ შეცდომაში იქნებიან შეყვანილი და არარეალური იმედები გაუჩნდეთ, რადგანაც გამოსახლება პოლიციის ჩარევის გარეშეც, აღსრულების პოლიციის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი".
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება და „შეცდომაში არ შეიყვანოს დაზარებული მოქალაქეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებ ქმედებად და არა – ქვეყნისთვის გრძელვადიანი სარგებლის მომტან ნაბიჯად".
წყარო: transparency.ge