თბილისი. საქართველო პროექტ „ერთა მახსოვრობას" შეუერთდა. პროექტის მიზანია მე–20 საუკუნის ევროპის მასშტაბით საბჭოთა და ნაცისტური წარსულის შესახებ მოგონებების ჩაწერა და ციფრული ბაზის შექმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციების: პოსტ ბელუმ, ჩეხეთის რადიოს, ტოტალიტარული რეჟიმის სწავლის ინსტიტუტის და ჩეხეთის და სხვა ევროპული ქვეყნების არასამთავრობო
ორგანიზაციების მეშვეობით. ამჟამად საქართველოდან პროექტის პარტნიორია
„სტუდია რე".
საქართველოდან ბაზას საბჭოთა ისტორიის შესახებ 15 ქართველი
თვითმხილველის ჩანაწერი დაემატა. ისტორიების უმეტესობა მეორე მსოფლიო ომს და
გადასახლებას ეხება. აქვე იხილავთ ლევან ბერძენიშვილის და თვითმფრინავის
გატაცების მონაწილეთა ისტორიებს (მთხრობელი მზია კუტივაძე, თინათინ
ფეტვიაშვილის და).
ისტორიების რიცხვი წლის ბოლომდე გაიზრდება და მათი გაცნობა მე–20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენებით დაინტერესებულ სტუდენტებს, მკვლევარებსა და ნებისმიერ პირს ქართულ და ინგლისურ ენებზე შეეძლება.