en
ge

„სოციალური პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის პრინციპები“

სამეგრელო. პროექტის – „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" – ფარგლებში, ანაკლიაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სოციალური პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის პრინციპები". ტრენინგი ეხებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციას, გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და სოციალური პოლიტიკის ასპექტებს. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
მონაწილეებისთვის წარმოდგენილი იყო ასევე დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებები და გამოწვევები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში. ტრენინგის ბოლოს მოხდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ვალდებულებების შეჯამება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის როლის, ქალთა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით გარკვეული საკითხების განხილვა.
წყარო:ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)