თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" მივმართავენ საქართველოს პარლამენტს, რათა დაიწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ძირეული შესწავლა და განახორციელოს კანონით მინიჭებული კონტროლი. ორგანიზაცია მოითხოვს, „მომზადდეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არხის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას შეუჩერებს, ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება არხის მმართველობითი ორგანოს არჩევა და მაუწყებელი გახდება სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და ცხოვრების რეალური გამომხატველი", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
წყარო: ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები