იმერეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ტენდერების მონიტორინგის ფარგლებში გაავრცელა ქუთაისის მერიის ერთი სატენდერო განაცხადის შესახებ ინფორმაცია, რომელიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო სადილს ეხება. ორგანიზაციის ინფორმაციით სატენდერო წინადადების ღირებულება 1500 ლარია, „დღეის მდგომარეობით ტენდერი არ შედგა, რადგან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი არც ერთი პრეტენდენტი არ აღმოჩნდა. გამოაცხადებს თუ არა ქუთაისის მერია აღნიშნული შესყიდვის განსახორციელებლად განმეორებით ტენდერს ჯერჯერობით უცნობია", – ნათქვამია გამჭვირვალობის ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში