en
ge

,,რეაბილიტაციის ცენტრმა“ ევროპის საერთაშორისო დღე აღნიშნა

,,რეაბილიტაციის ცენტრმა“ ევროპის საერთაშორისო  დღე აღნიშნა
აჭარა. 9 მაისი ევროპის საერთაშორისო დღეა. იგი სათავეს 1950 წლიდან იღებს, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში განცხადებით გამოვიდა და ევროპული ინტეგრაციის იდეა წამოაყენა.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,რეაბილიტაციის ცენტრმა" ბენეფიციარებისათვის ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა მათ დეტალურად გააცნო ევროკავშირის ისტორია და ესაუბრა მისი სიმბოლოების შესახებ. მონაწილეებისთვის სლაიდ-შოუს საშუალებით ნაჩვენები იყო რამდენიმე მაგალითი, თუ რას აკეთებს ევროკავშირი მსოფლიოში თავისი ინტერესების და ფასეულობების წარმოსაჩენად. შეხვედრის ორგანიზატორებმა ბენეფციარებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია გააცნეს.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,რეაბილიტაციის ცენტრმა" მიმდინარე პროექტის - ,,ახალი ინიციატივა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში" ფარგლებში გამართა. პროექტზე მუშაობა ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წლის დეკემბრიდან დაიწყო და იგი 2012 წლის ივნისში დასრულდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)