სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში, ახალციხის ციხის, საგამოფენო დარბაზში, ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად" და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია" მოეწყო. გამოფენა ძირითადად განკუთვნილია 10-16 წლის მოზარდებისათვის. გამოფენა ახალციხის ტერიტორიაზე გაგრძელდება 18 სექტემბრამდე.
საგანმანათლებლო პროექტი „ანნა ფრანკი - აქტუალური ისტორია" ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!", ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური", ქართულენოვანი წიგნი რიგდება საქართველოს 10 ქალაქის (მათ შორის ახალციხის მუნიციპალიტეტის) საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში და ამავე ქალაქებში ეწყობა „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან" ასევე ქართულენოვანი მოძრავი გამოფენა.
წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში