en
ge

პროექტი – „შევქმნათ უსაფრთხო და მდგრადი თემები სამხრეთ კავკასიაში“

თბილისი. 9-11 სექტემბერს, პროექტის – „შევქმნათ უსაფრთხო და მდგრადი თემები სამხრეთ კავკასიაში" - ფარგლებში გაიმართა „ქალაქში კატასტროფების რისკის შემცირების" კონფერენცია. ღონისძიება განხორციელდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ავსტრიის წითელი ჯვრის მიერ, ამასთანავე ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭრით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 45 მონაწილემ პარტნიორი ქვეყნებიდან - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან, სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოებიდან, აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებიდან, აგრეთვე კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებიდან.
პროექტის მთავარი მიზანია შემცირდეს მოწყვლადობა და გაიზარდოს უსაფრთხოება ქალაქის და სოფლის მოსახლეობისა სამხრეთ კავკასიაში. კონკრეტული მიზანია გაიზარდოს და გაძლიერდეს მიზნობრივი მოწყვლადი თემების მდგრადობა ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფების მიმართ სამხრეთ კავკასიაში. 
სამდღიან სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მედეარ"-ის წარმომადგენლები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)