თბილისი. 20–21–22 სექტემბერს, საქართველო შეუერთდება დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო", რომლის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოში პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა", საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.
ორგანიზებული აქციების მისამართები თბილისში
20 სექტემბერი – ნარიყალას მიმდებარე ტერიორია;
21 სექტემბერი – თბილისის შემოგარენი წავკისი,შინდისი, ტაბახმელა ტერიტორიების დასუფთავება;
22 სექტემბერი – ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
წყარო:საქართველოს მწვანეთა მოძრაობას გვერდი სოციალურ ქსელში