ქვემო ქართლი. 16 სექტემბერს სიქას ოფისში რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებისთვის სიქას ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ და რუმინელმა მოხალისეებმა დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გამართეს.
შეხვედრის დასაწყისში ნაჩვენები იქნა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი დემოკრატიის თემაზე. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა არის დემოკრატია, განიხილეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხმა. საკუთარი პოზიციის დასაცავად მოსწავლეებმა დემოკრატიის კონკრეტული მაგალითები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე: არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა სკოლებში.
შეხვედრის დასასრულს ყველა მოსწავლემ ისაუბრა საკუთარ როლზე დემოკრატიის მშენებლობაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში