თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომლის, კობა ადეიშვილის მიერ გაზეთ „ბათუმელების" მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოეხმაურა.
საია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, დროულად მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.
„საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან პატივს სცემდნენ ჟურნალისტის პროფესიას, მის როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. იმ შემთხვევაში თუ მათთვის მიუღებელია რომელიმე ჟურნალისტის ქმედება, საწინააღმდეგო პოზიცია უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს უწესებს", - წერია მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: media.ge