სამეგრელო. 17 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუგდიდის ოფისს ეწვია.
ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ელჩი შეხვდა სახალხო დამცველის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა" და ასოციაცია „ათინათის" წარმომადგენლებს.
ელჩი დაინტერესდა ზუგდიდში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის საკითხებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ რიჩარდ ნორლანდს მიაწოდეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში