en
ge

შავშვების, ხურვალეთის და წითელუბნის ახალგაზრდების პრობლემების ვიზუალიზაცია

შიდა ქართლი. საზოგადოება ბილიკი ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – "ქართველი, ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისთვის”.
მოცემული დოკუმენტური ვიდეორგოლები 40 წამში გადმოსცემს კონფლიქტური ზონების მიმდებარე სოფლებში წითელუბანში, შავშვებსა და ხურვალეთში არსებულ იმ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს უწევთ ყოფნა. ორი ვიდეორგოლი ეხება წყლის პრობლემას შავშვების სკოლასა და სოფელ ხურვალეთში, ერთი კი წითელუბანში ნაგავსაყრელის პრობლემას აღწერს.
რგოლების სცენარებზე, კონცეფციასა და გადაღებაზე იმუშავეს საზოგადოება ბილიკის ჟურნალისტიკის სტუდიის ახალგაზრდებმა, რომლებიც ამავე სოფლებში ცხოვრობენ.
დოკუმენტური ვიდეორგოლი:  სასმელი წყლის პრობლემა შავშვების სკოლაში
დოკუმენტური ვიდეორგოლი: სასმელი წყლის პრობლემა სოფელ ხურვალეთში
დოკუმენტური ვიდეორგოლი: ნაგავსაყრელის პრობლემა სოფელ წითელუბანში:






წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)