აჭარა. 13 აგვისტოს,
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლიბერალური განათლების ქართულ–ამერიკულმა
ინიციატივამ, პოლიტიკური განხილვების 4 დღიანი სერია დაასრულა. იგი პროექტის „ახალგაზრდები
დემოკრატიისათვის" – ფარგლებში ტარდებოდა.
განსახილველი საკითხები მრავალფეროვნებით
გამოირჩეოდა. ახალგაზრდებმა მწვავედ დასვეს და განიხილეს აქტუალური საკითხები და პრობლემათა
გადაწყვეტის თავიანთ მოდელებზე ისაუბრეს. ლიბერალური განათლების ქართულ–ამერიკული ინიციატივა
დისკუსიების გამართვას ახლო მომავალში კვლავ გეგმავს.