en
ge

საქველმოქმედო აქცია რუსთავში

ქვემო ქართლი. სიქას საქველმოქმედო კამპანიის „გახდი ქველმოქმედის" შედეგად აქციის მონაწილეები ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით ოჯახისთვის შეაგროვეს ტანსაცმელი, საკვები, საკანცელარიო ნივთები და სათამოშოები პატარებისთვის და 17 სექტემბერს შეგროვებული რესურსი ოჯახს გადასცეს. 
„გახდი ქველმოქმედის" ფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. 
სამოქალაქო კლუბის წევრები შემდგ კვირას სოციალურად დაუცველ მორიგ ოჯახს ესტუმრებიან.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)