en
ge

წინასაარჩევნოდ შექმნილი ვებ–გვერდი – prezidenti.ge

თბილისი. პროექტის – „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" – ფარგლებში წინასაარჩევნოდ შეიქმნა ვებ–გვერდი prezidenti.ge. მისი მთავარი ამოცანაა "ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ პოლიტიკურ მსჯელობასა და დისკუსიას 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ”. ამ მიზნით ორგანიზაციამ „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის". NIMD-მა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესთავაზა ეპასუხათ 20 აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში დასმულ შეკითხვებს. კანდიდატებს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეუძლიათ.
გარდა NIMD-ის მიერ შეთავაზებული შეკითხვებისა, რომელსაც კითხვარში იხილავთ, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავად დაუსვან შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს - ამისათვის შეავსეთ შესაბამისი ონლაინ ფორმა. შეკითხვების მიღება 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ის 5 საკითხი/შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად იქნება დასმული ასევე მიეწოდებათ რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს, ხოლო მათი პასუხები ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნდება;
ვებსაიტის სრული ვერსია 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
წყარო:prezidenti.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)