en
ge

დონორებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიალოგი

მცხეთა–მთიანეთი. 19–20 სექტემბერს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. 
შეხვედრის მიზანია დონორ ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრაზე მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ და შეაჯერებენ პოზიციებს, რის საფუძველზეც შეიმუშავებენ ურთიერთშეთანხმების დეკლარაციის დოკუმენტს. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი სექტორის განვითარებას. შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირს და USAID-ის წარმომადგენლები.
ღონისძიება ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (CiDA) და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორისი ქვე–ჯგუფის პარტნიორობით. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)