იმერეთი. 20-21 სექტემბერს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ექსპერტები ქუთაისში გამართავენ შეხვედრებს მეწარმეებთან და ადვოკატებთან პროექტის – „მცირე და საშუალო ბიზნესმესაკუთრეთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ" – ფარგლებში.
დაინტერესებულ პირებს 42–ე მუხლის იურისტ–ექსპერტები გაუწევენ კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებზე, ასევე გააცნობენ საგადასახადო სფეროს საკანონმდებლო ცვლილებებს, საგადასახადო კონტროლის პროცედურებს და შემოწმების სახეებს. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ასევე მიიღენბ საჭირო ინფორმაციას საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური გზების შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში