en
ge

როგორ გავხდე მედიატორი?

შიდა ქართლი. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობს ხუთდღიანი ტრენინგი „როგორ გავხდე მედიატორი? - თეორიული და პრაქტიკული საკითხები",  რომელსაც  პოლონელი ექსპერტები უძღვებიან. ტრენინგის მიზანია: მომავალი მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლონური გამოცდილების გაზიარება.
მონაწილეები დაეუფლებიან მედიატორის უნარ–ჩვევებს, ტექნიკას და სტრატეგიებს, შეისწავლიან მედიაციის პროცესს, მის წესებს და მიმდინარეობას, გაეცნობიან მედიაციის პროცედურებს პოლონეთში, საქართველოსა და მსოფლიოში.
აღნიშნული ტრენინგი 9-13 სექტემბერს ჩატარდა თბილისში, სადაც 15 კანდიდატი მომზადდა როგორც მომავალი მედიატორი.
ტრენინგი ტარდება პროექტის: „მედიაცია საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი",  ფარგლებში. რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებენ „მედიაციის ცენტრი" და „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" პოლონელ პარტნიორებთან ერთად.
წყარო: npo.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)